კომაროვის სკოლის გუნდი პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელია.
- 25 იანვარი, 2021
კომაროვის სკოლის გუნდი პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელია.
კონკურსი ჟაუტიკოვის ოლიმპიადის პარალელურად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში. კონკურსში 6 ქვეყნის 148 პედაგოგი და წრის ხელმღვანელი მონაწილეობდა.
მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა ლიგებში სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმღვანელებმა ოქროს 2, ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრში კომაროვის სკოლის პედაგოგთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა გუნდი გრან-პრის მფლობელი გახდა.
იხილეთ: https://impact.izho.kz/
სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელებია:
ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი-ოქროს მედალი, აბსოლუტური პირველი ადგილი და აბსოლუტური შედეგი (70 ქულა 70-დან);
თეიმურაზ კალატოზი, ფიზიკის პედაგოგი-ოქროს მედალი;
დიმიტრი არაბიძე, მათემატიკის პედაგოგი-ვერცხლის მედალი;
ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი-ვერცხლის მედალი;
მალხაზ ჯინჭარაძე, მათემატიკის პედაგოგი-ვერცხლის მედალი;
ნინო გულუა, მათემატიკის პედაგოგი-ბრინჯაოს მედალი.
საბა ლეფსვერიძე, მათემატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
ალექსანდრე საათაშვილი, მათემატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
გიორგი არაბიძე, მათემატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ბრინჯაოს მედალი;
ნიკოლოზ ბირკაძე, ინფორმატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
თეიმურაზ თოლორაია, ინფორმატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
ბაქარ გამეზარდაშვილი, ინფორმატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ბრინჯაოს მედალი.
კომაროვის სკოლა ულოცავს პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!